Jump to content
Planeta.Ge

„მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ახალ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია“ – დავით ქართველიშვილი


Recommended Posts

დღეიდან ნებისმიერი ოპოზიციონერი მორალურ უფლებადაც კარგავს უკრაინის თაობაზე ხმა ამოიღოს – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უარს საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.

როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია.

,,უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა – საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა. მათ ინტერესებში არც ომის არდაშვება, არც რეგიონული მშვიდობა და უსაფრთხოება – უბრალოდ არ შედის. მათ გეგმებში შედის 2008 წლის აგვისტოს განმეორება – ახალი პროვოკაცია, ახალი აგრესიული რიტორიკა, ახალი საბაბის შექმნა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციის ბოლომდე მიყვანის მიზნით.

საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გატარების გარდა, უკრაინაც და საქართველო მათ რეალურად ფეხებზე კიდიათ, ერთადერთი ძალისხმევა მიმართულია უკრაინისა და საქართველოს ანექსია/ოკუპაციის საბოლოო გაფორმებაზე. ამ პროცესებში 2008 წელს სააკაშვილმა სამაჩაბლო/აფხაზეთის და 2014 წელს მანვე – ყირიმთან მიმართებაში კრემლის კატალიზატორის როლი ითამაშა.

დღეიდან ნებისმიერი ოპოზიციონერი მორალურ უფლებადაც კარგავს უკრაინის თაობაზე ხმა ამოიღოს, ან ხელისუფლების მისამართით თითი გაიშვიროს თავისი ფარისევლური აღშფოთებით. მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ახალ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია. და ახალი კატალიზატორების როლის მორგება საკუთარ თავზე – ნაც/ოპოზიციურ ძალებს და მათთან საბოლოოდ აპელირებულ მარგველაშვილსაც, ისტორიის სანაგვეზე მათთვის განკუთვნილი ადგილების კიდევ ერთი გაფორმების ტოლფასი იქნება.’’ – წერს დავით ქართველიშვილი.

The post „მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ახალ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია“ – დავით ქართველიშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...