planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.„საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამის სივრცეებში გადაინაცვლონ. ასევე, მინდა ჩემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ, ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ მათ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რათა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.The post ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts