planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 „რა გააკეთეს ამ პოლიციელებმა – ბავშვი შოკშია”, – ამის შესახებ განცხადება ისნის მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი შშმ პირის დედამ გააკეთა.არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ დაზარალებულს თავის არეში ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, აპირებს, რომ შვილი საავადმყოფოში წაიყვანოს.„რა გააკეთეს ამ პოლიციელებმა. ბავშვი შოკშია. ექიმთან უნდა წავიყვანო ბავშვი აუცილებლად. თავზე რაღაც დაზიანება აქვს. თავი სტკიოდა მერე. ცუდად გახდა“, – განაცხადა დაზარალებულის დედამ.ცნობისთვის, 24 იანვარს ისნის მეტროსადგურზე პატრულ-ინსპექტორი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე იმყოფებოდა მეორე პატრულ-ინსპექტორიც, რომელსაც ფიზიკური ძალადობის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. საქმეზე დაკავებულია ორივე მათგანი.The post „ბავშვი შოკშია“ – პოლიციის მიერ ნაცემი შშმ პირის დედა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts