Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ჯანდაცვის მინისტრი გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს


Recommended Posts

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, ამირან გამყრელიძის განცხადება ტესტირებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო სახის იყო. აზარაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ არსებობს და შესაბამისად, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება.

„ტესტირებას რაც შეეხება, მან (ამირან გამყრელიძემ) გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

The post ჯანდაცვის მინისტრი გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...