planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები, „მეტრომანები“ უქმდება.კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამგზავრო ბარათები სამგზავრო აბონემენტების პარალელურად კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის გადახდის საშუალებად.„სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. „მეტრომანით“ მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას. თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.The post ცნობილია, უქმდება თუ არა „მეტრომანი“ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts