planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია რეზოლუციის პროექტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, განხილვების შემდეგ დღეს დილით ქართულმა ოცნებამ პროექტში ცვლილებები რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიტანა, თუმცა დღევანდელი განხილვის შემდეგ, კვლავ ძველი პროექტი წარადგინა, რის გამოც, ოპოზიცია თანაინიციატორობაზე უარს ამბობს.„ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის ტექსტში რუსეთის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის, რის გამოც, ოპოზიცია მათი რეზოლუციის თანაინიციატორი ვერ იქნება.ოპოზიციონერები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ ცალკე რეზოლუცია დააინიციროს. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ კომიტეტებზე განხილვისას „ქართული ოცნების“ რეზოლუციაში ცვლილებების შეტანა მოითხოვონ.„ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ, შემხვედრ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ტექსტს ნახავთ თქვენ და ყველა კითხვაზე, რატომ არ დავუჭირეთ მხარი თანაინიციატორობას, იქ არის პასუხი გაცემული. შესაძლებელია დავაინიციროთ ცალკე, შესაძლებელია კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.The post „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია რეზოლუციის პროექტზე ვერ შეთანხმდნენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts