planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 (edited) უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს.იუშენკო იხსენებს, რატომ იდგა 13 წლის წინ თბილისში, რუსთაველის მოედანზე, ქართველი ხალხის გვერდით.„საქართველოში 2008 წლის 13 აგვისტოს დილა თენდებოდა, თუმცა, მზის სხივებმა შუქი სრულიად განსხვავებულ სამყაროს მოჰფინა. სრულ სიბნელეში მივიკვლევდით გზას. მანქანის ფარები ღამეს ღორღისა და რაღაც სამშენებლო ტექნიკის ნაკუწებს სტაცებდა. გზის პირას მტვრით დაფარული გრეიდერები და სატვირთო მანქანები იდგა. ეს მთის ცუდი გზა იყო და ორმოებზე საგრძნობლად გვაჯანჯღარებდა.დაძაბულობა იგრძნობოდა. ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. მუდმივად მატყობინებდნენ მდგომარეობას. ზარებს შორის შუალედებში შესაძლო სცენარებზე ვფიქრობდი. ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ გზაზე მსჯელობ, რა იქნება შემდეგში.ნახევარ საათში ნებისმიერი რამ შეიძლება, მოხდეს – შესაძლებელია სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენების განვითარება. ვერავინ გამორიცხავდა ჩვენი მისიის საბედისწერო დასასრულს, რომელსაც მარტივად წარმოაჩენდნენ შემთხვევითობად, როგორც რომელიღაც სერჟანტის შეცდომას. სერჟანტს რუსული სამხრეები ეკეთებოდა და შეიძლებოდა, უკრაინული გვარი ჰქონოდა.ასეთ გარემოებებში რთული არ არის დანაშაული უბედურ შემთხვევად გაასაღო და ეს ისე გააკეთო, რომ მთელმა მსოფლიომ მარტივად დაგიჯეროს.საქართველოში მეგობრებთან უკვე შემდეგ ჩასვლაზე მაჩვენეს რუსული ტანკებით განადგურებული ვენახები. ეს თბილისთან სულ ახლოს იყო, იმ ადგილებთან ახლოს, სადაც ჩვენმა მანქანებმა ჩაიარაჩვენს კოლონაში, დაახლოებით, 15-მდე მანქანა იყო. მათ შორის იყვნენ ესტონეთის პრეზიდენტი, ტომას ილვესი, ლიტვის პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი, პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, ლატვიის პრემიერმინისტრი, ივარ გოდმანისი და მე. ჩვენ თბილისში მივდიოდით.სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს დედაქალაქს რუსული ჯარი უახლოვდებოდა. იყო გაურკვევლობის განცდა. არ იყო ცხადი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.კითხვაზე, რატომ ვართ აქ, არანაირი ცხადი პასუხი არ არსებობდა. იმ დღეების პირველი მოსაზრება იყო: ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოში. ჩვენ უნდა ვიყოთ აქ. ისე, როგორც ოდესღაც კენედი ამბობდა, „დღეს მე ბერლინელი ვარ!“, ასევე ვიყავი მზად გამემეორებინა ეს სიტყვები თბილისში, „დღეს მე ქართველი ვარ“.ეს იყო უჩვეულო სიტუაცია. ოთხი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი საომარი მოქმედებების ზონაში მიდიოდნენ.რუსები უკვე თბილისთან იყვნენ. ერთადერთი ფიქრი მქონდა: არაფერი იმუშავებს ისე, როგორც ეს მორალური მხარდაჭერა.მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვან სიტყვებს ვიხსენებდი, რომელიც იმ საღამოს სულ თავში მიტრიალებდა:„როდესაც ისინი მივიდნენ კომუნისტებთან, მე გავჩუმდი, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ სოციალისტებთან, მე გავჩუმდი, რადგან სოციალ-დემოკრატი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ პროფკავშირებთან, მე გავჩუმდი, რადგან პროფკავშირების წარმომადგენელი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ ებრაელებთან, მე გავჩუმდი, რადგან არ ვიყავი ებრაელი. როდესაც ისინი ჩემთან მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები“სიტყვები სხვა ეპოქიდან იყო, ისინი ნაციზმის ისტორიის ექოსავით ჟღერდნენ, თუმცა, მაშინ, რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, მარტინ ნიმიოლერის სიტყვების არსი არ მშორდებოდა გონებიდან: როდესაც ისინი მივიდნენ ჩემს მეზობელთან, ვდუმდი, როდესაც მოვიდნენ ჩემთან – აღარავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები.ის, რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინის საკითხიც იყო.ეს იყო ჩვენი არსებობის საკითხი, ჩვენი უსაფრთხოების საკითხი. მე ვხვდებოდი, დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა.ჰემინგუეიმ ოდესღაც დაწერა იმაზე, რაზეც იმ საღამოს გზაში ვფიქრობდით: მე კაცობრიობის ნაწილი ვარ და თუკი ვინმე კვდება, კვდება ჩემი ნაწილიც. ამიტომაც, როდესაც ზარი რეკავს, არ იკითხო, ვისთვის რეკავს ზარი – შენთვისაა“, – წერს ვიქტორ იუშენკო. dailyinfo Edited January 26, 2022 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.