planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 „დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები“, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში პოლიციელის მიერ შშმ პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ.ის აცხადებს, რომ მიუღებელია მსგავსი შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს. პრეზიდენტი ამბობს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.„უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – ამბობს ზურაბიშვილი.The post სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.