planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "განყოფილებაში ცემა" იყო საბჭოთა მილიციის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. ჩემს ახალგაზრდობაში ბიჭებმა კარგად ვიცოდით, რომ თუ დაგიჭერენ და განყოფილებაში წაგიყვანენ, ესე იგი გცემენ. რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, ან გარემოებათა დამთხვევა, ან ნამეტნავად ჰუმანური მილიციონერი უნდა შეგხვედროდა, რომ ერთი-ორი მაინც არ წამოერტყათ. ეს აღიქმებოდა იმდენად ბუნებრივად და ლამის დაკანონებულ წესად, რომ არც არავინ აპროტესტებდა სერიოზულად.ეს დაუწერელი კანონი უცვლელად გადმოვიდა პოსტსაბჭოთა ეპოქაში და 90-იანი წლების პოლიციაში, სადაც ზუსტად იგივე გრძელდებოდა.ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პრაქტიკა პრაქტიკულად ამოიძირკვა. წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტი არაერთი იყო, მაგრამ "განყოფილებაში", ანუ სასამართლო გადაწყვეტილებამდე, წინასწარი დაკავების დროს ცემა აღარ ხდებოდა. გამონაკლისი იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, როგორც მაგალითად მურმან დუმბაძის თუ დაჩი ცაგურიას შემთხვევებში. ხელისუფლების ცვლის და ქართული ოცნების მოსვლის შემდეგაც ამ მხრივ თითქოს არაფერი შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში განყოფილებაში ცემის ამბავი მე არ გამიგია. შეიძლება ცალკეული ფაქტები იყო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, რაღაც ხმაური მაინც აიწეოდა და შეუძლებელია არ გამეგო.ახლა კი, ასე თავხედურად შშმ პირის ცემა კამერების თვალწინ, არის პრეცედენტული მნიშვნელობის საქმე. ეს თუ ერთს შერჩა, მეორეც ჩაიდენს იგივეს და განყოფილებაში ცემის ძველი საბჭოთა ტრადიციის აღდგენასაც ბევრი აღარაფერი დაუდგება წინ. ისედაც საბჭოთა საქართველოს ჩინური ვერსიისკენ მივდივართ, რასაც ზოგადად ვუყურებ და ვუსმენ, მაგრამ მაინც. ამიტომ ეს ვირგლა პოლიციელი ხომ უნდა დაისაჯოს და მაქსიმალური სასჯელი გაედოს, და, გარდა ამისა, თუ ვინმე გამოვა გამპრავებლური ბოდვით და ნაცებისკენ გაიშვერს თითს (რაღაც მსგავსი ვეჭვობ აუცილებლად მოხდება თუ უკვე არ მოხდა), იმათ ხელისუფლების შეცვლის მერე სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ საჯარო სამსახურში და ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა.ეჰ, წესით ახლა ქალაქი უნდა ზანზარებდეს ისეთი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ცალკე კოვიდმა და ცალკე ამ ფუჭმა მიტინგობანამ არაქათი გამოგვაცალა სრულიად და არაფერზე აღარ ვრეაგირებთ სათანადოდ", - წერს ზურაბიშვილი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts