Jump to content
Planeta.Ge

tia "მწვანე პასპორტების" საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული - ამირან გამყრელიძე


Recommended Posts

1643117629_555.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, "მწვანე პასპორტების" საკითხზე მისი განცხადება სწორად არ იყო აღქმული.

 

„მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული - შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე ეს საკითხი. მე ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე, ანუ ბაზაში. ამ ადამიანებისთვის გამოიცა ბრძანება, რომ ისინი, ვისაც 1 დეკემბრამდე ასეთი მოცემულობა ჰქონდათ, თუ იყვნენ აღრიცხულები და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში. ანუ ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო. აუცილებელია, რომ ადამიანს ტესტი ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ 1 დეკემბრამდე ვისაც რაღაც მიზეზის გამო არ ჰქონდა ტესტი ან არ იძებნება მისი ტესტის პასუხი სისტემაში და ისინი აღრიცხულები იყვნენ 112-ში ან ონლაინკლინიკებში, მათ შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც იყვნენ მიმაგრებულები, შესაბამისი განცხადებით. ეს ყველა მონაცემი შეგროვდება და თუ ადამიანს უდასტურდება კოვიდი, ისინი დარეგისტრირდებიან labcov.ge-ს პორტალზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...