Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ყიფიანი: “Europebet უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდა”


Recommended Posts

თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა  Bmg-ის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა.

“უპრეცედენტო შემოთავაზება მივიღეთ გემბლინგ კომპანიისგან, უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდნენ სასპონსორო კუთხით. გარდა ფიქსირებული თანხისა, Europebet იღებდა ვალდებულებას კლუბის პოპულარიზაციის და გულშემატკივრის მოყვანის. ბიუჯეტის 25%-ს ავსებდა.”

“რეგულირებული რომ უნდა იყოს სათამაშო მიმართულებები, მეც ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი კომუნიკაცია. არ შეიძლება, დაუგეგმავად, ერთი ხელის მოსმით რაღაცეები გააკეთო, თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ამდენი პრობლემა შეიქმნა”

“ჩვენ გვქონია მცდელობები სხვა კომპანიებთან ურთიერთობის, იყო ბანკი ჩვენი პარტნიორი. თუმცა ამ ბიუჯეტის მქონე პოტენციურად დამხარჯველი, რასაც რეალურად გემბლინგი სთავაზობს სპორტს, არ არსებობს”

“ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.

The post გიორგი ყიფიანი: “Europebet უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...