Jump to content
Planeta.Ge

ქართველი აგენტი: “ხვიჩა კვარაცხელია თითქოს არც არსებობს”


Recommended Posts

რუსეთში მომუშავე ქართველმა აგენტმა თემურ ღურწკაიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის. თითქოს ესეთი ფეხბურთელი საერთოდ არ არსებობს, ინტერესი სრულიად დაიკარგა. თუ გაზაფხულზე სიტუაცია არ გამოასწორა, იქნება ისევ ინტერესი მის მიმართ და მისცემენ “რუბინს” 10 მილიონს? “რუბინისთვის” ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაზაფხული იქნება”, – განაცხადა ღურწკაიამ.

გავრცელებული ცნობით, ყაზანური გუნდი ხვიჩას ყველა მსურველს 15-დან 20 მილიონამდე ევროს სთხოვდა.

კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნახევარში 15 მატჩი გამართა და 1 გოლი და 2 საგოლე პასი განახორციელა. დეკემბერში Transfermartk-მა კვარა 16 მილიონად შეაფასა, როცა მანამდე 18 მილიონად იყო შეფასებული.

The post ქართველი აგენტი: “ხვიჩა კვარაცხელია თითქოს არც არსებობს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...