planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 პანიკის საფუძველი არ არის. სისტემა არის მზად, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ამტკიცებს, რომ „ომიკრონს“ მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას არ იწვევს. „ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენც ვაკვირდებით, შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში არ გვაქვს [მატება]. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts