planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში“ მუშაობს და ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია. „გორის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია „ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში“. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა. გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკაონ სიცრუის ტირაჟირებისგან […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts