Jump to content
Planeta.Ge

“ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს” – ლევან ნიკოლეიშვილი


Recommended Posts

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“გუშინ მართლაც, საშინელი ფაქტი მოხდა, საშინელი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რამის ყურებას მართლაც ყველა გადაეჩვია. ხელისუფლებაც და “ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს და მსგავს გადაცდომებსა თუ დანაშაულებს უმკაცრეს პასუხს გასცემს. შესაბამისად, ამ ფაქტს სათანადო რეაგირებაც მოჰყვა; ორივე მოძალადე დაკავებულიცაა და კანონის წინაშეც აგებენ პასუხს.

თუმცა, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პოლიტიკური პარტიებისგან თუ სუბიექტებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება თუ ძალადობა, წამება, ღირსების აყრა, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური და ჩვეულებრივი დღის წესრიგი გახლდათ. ელემენტარულად გავიხსენოთ, მათი ბელად სააკაშვილს, მრავალ ბრალდებათა შორის 7 ნოემბრის საქმეზეც ედავებიან, და რომლიც სასამართლო პროცესზე სულაც არ გამოცხადდა, და ამჯერად კუთვნილ საკანში დაემალა მართლმსაჯულებას, დროებით რასაკვირველია. არა და 7 ნოემბრის საშინელი ძალადობის ვიდეო კადრები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.”

შეგახსენებთ, გუშინ ლევან ნიკოლეიშვილი წერდა, რომ მოძალადე პოლიციელთა დაკავებაზე პასუხისმგებელი, სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაიაა.

The post “ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს” – ლევან ნიკოლეიშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...