planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 სახალხო მოძრაობის „გზა მომავალი საქართველოსკენ“ დამფუძნებლებმა ვატო გელაშვილმა და რაულ ყოლბაიამ 22 იანვარს ქალაქ ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭესთან გამართეს შეხვედრა, ქართველ და უკრაინელ ემიგრანტებთან, რომლებმაც გააპროტესტეს რუსეთის მზადება უკრაინაში შესაჭრელად და გერმანიის საზღვაო ძალების სარდლის კია-ახიმ შიონბახის განცხადებები. მოუწოდეს ნატოს და ევროკავშირს მეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებისთვის. აქციის შემდგომ მოძრაობის წევრებს ქონდათ ინდივიდუალური საუბრები ქართველ სტუდენტებთან და ემიგრანტებთან. გააცვნეს მათ სამომავალო გეგმები და მოისმინეს ის მიზეზები, თუ რის გამო გამორბიან ქვეყნიდან, არ პირობებში უწევთ ცხოვრება, როდის აპირებენ დაბრუნებას ქვეყანაში. როგორც ვატო გელაშვილი “ალიას” უყვება, ქართელი სტუდენტები და ემიგრანტები ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზად ასახელებენ სამუშაო ადგილების სიმცირეს, ასევე დაბალ შემოსავალს და ძალზედ გაძვირებულ ცხოვრებას, უპერსპექტივობას, არაპროფეიონალიზმს… ცოდნის დაბალი დონე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე აღარაფერს ამბობენ. ვატო გელაშვილი:“მოკლედ ესეთი პირობა აქვთ, თუ დავინახავთ რომ ვინმეს აქვს უნარი საფუძველი ჩაუყაროს ქვეყნის განვითარებას ამ შემთხვევაში ჩამოვალთ და დავეხმარებით, თუ არა და გამოდის, რომ საკუთარ თავს თავად უნდა მივხედოთო. არ მოწონთ ერთი და იგივე პოლიტიკოსების როტაციები ოპოზიციიდან ხელისუფლებაში, მერე ისევ ოპოზიციაში, მერე ისევ ხელისუფლებაში და მერე ისევ ოპოზიციაში, თან ისე რომ არცერთს არანაირი პროდუქტი არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის რომელიც რაიმე სიკეთის მომტანი იქნებოდა. კითხვაზე თუ როგორი ხელისუფალი უნდათ? ესე მიპასუხეს „არც ძველი გვინდა და არც მოქმედი, გვინდა ახალი და ორივეზე უკეთესი“ The post რა პირობით დაბრუნდებიან ქვეყანაში ემიგრანტები? – რას უყვება “ალიას” ბერლინიდან ვატო გელაშვილი? appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts