planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 პოლიტიკოსი, ეკა ბესელია “მთავარ არხთან” ამბობს:“არ ვიცი, რატომ ვერ დასძლია საბჭოთა მენტალიტეტი ჩვენმა სამართალთდამცავმა ორგანომ. რატომ ვერ ხვდება, რომ თუ რამე გადაარჩენს ნდობას პოლიციელთა მიმართ, ამას შეძლებს იმით, რომ ცუდს დაარქმევს ცუდს და პასუხს მოსთხოვს.ინსტიტუტების უნდობლობა რომ არის, ამიტომ გვჭირდება დამოუკიდებელი სამსახურები, შენი უწყების თანამშრომლის საქმე, მოდი სხვა უწყებამ გამოიძიოს. ამიტომ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ახლა ამას ანგრევენ. ვერც კი ხვდებიან ეს ბრიყვები, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ეს ოხანაშვილები, კობახიძეები… ვინც არის ხელისუფლებაში, ვერც კი ვხდებიან, რომ მისთვისაა გადარჩენა, რომ გარედან გყავს მაკონტროლებელი, რომელიც რაღაცნაირად სისტემას ჭაობად არ აქცევს. ეს რომ არ ესმის ხელისუფლება და ეშინია იმის, რომ ვიღაცა მაკრიტიკებელი დარჩა… ლომჯარია როგორ მოაშთონ იმას ფიქრობენ… ეს არის საბჭოური მენტალიტეტი. რა უნდა ამ ხალხს ამ საუკუნეში? რომელ ევროპულ ოჯახში მიიღებენ ამ მენტალიტეტის მქონე ხელისუფლებას, რომელ განაცხადს მიიღებენ და საერთოდ რა ფსიქოლოგიის ხალხია, არ ვიცი, გაოგნებული ვარ, არაფერი რომ არ შველით… რომ ვერ ხვდებიან, რომ არ უნდა თქვან გარეთ მაინც… როგორ გაგვეპარაო, რომ ლონდა თოლორაია ჩვენგან განსხვავებულად აზროვნებსო…”The post “ეს ბრიყვები… რა უნდა ამ ხალხს ამ საუკუნეში? რომელ ევროპულ ოჯახში მიიღებენ ამ მენტალიტეტის ხელისუფლებას?” – ეკა ბესელია appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts