planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება „განუზომელი რაოდენობით“ ბავშვს არ ჰქონდა.აღნიშნულის შესახებ „იუნისეფისა“ და მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი.ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 10 წლის ბავშვების 70%-ს კითხვა და მარტივი ტექსტის გააზრება არ შეუძლიათ. კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე 53%-ს შეადგენდა.გარდა ამისა, „იუნისეფისა“ და მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, სკოლების დახურვის გამო, მსოფლიოში 635 მილიონ ბავშვს სათანადო განათლების მიღება დღემდე არ შეუძლია.„იუნისეფი“ გამოდის მოწოდებით, რომ პანდემიის გამო დაზარალებულ მოსწავლეებს დახმარება აღმოუჩინონ, რათა მათ განათლების დანაკლისის აღდგენა შეძლონ.The post რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლებაზე – ახალი კვლევა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts