planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოადგილეები აირჩია.პირველ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ავთანდილ გაბელია, ხოლო მეორე მოადგილედ „ლელოს“ წევრი, გიორგი დარსალია აირჩიეს.მათ კანდიდატურებს 15-15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა და განაცხადა, რომ წალენჯიხა დემოკრატიული ცვლილებების მაგალითი ხდება.„ნიშანდობლივია ის,რომ წალენჯიხის ინტერესების გარშემო, მოკლე და გრძელვადიანი ამოცანების გადასაჭრელად, წალენჯიხაში ყალიბდება, არჩევნებზე მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების შესაბამისი, მრავალპარტიული უმრავლესობა,რაც ჯანსაღ დისკუსიებს და აზრთა შეჯერებას უზრუნველყოფს. წალენჯიხა ხდება მაგალითი დემოკრატიული ცვლილებებისა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – წერს გია ხარჩილავა.The post წალენჯიხის საკრებულომ მოადგილეები აირჩია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts