planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ არასრულწლოვან შშმ პირს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.არასრულწლოვანი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა მიიყვანეს. ექსპერტიზას მისი ადვოკატი, დედა და თარჯიმანი ესწრებოდნენ. საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ჩაერთო.შეგახსენებთ, რომ ისნის მეტროსადგურზე პოლიციის მიერ შშმ პირის მიმართ ძალაობის საქმეზე ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144/3 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ. ხოლო შემთხვევის შემსწრე კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.The post პოლიციის მიერ ნაცემ შშმ პირს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts