planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 უკრაინაში მებრძოლი ქართველები „ფორმულას“ ეთერში განცხადებას აკეთებენ და უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და მზაობის შესახებ საუბრობენ.როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცი, გელა ბეგლარაშვილი აცხადებს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იერიშის მოგერიებისთვის ძლიერად ემზადებიან.გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისთვისაც. ჯარისკაცი ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს მშვიდობისთვის იბრძოლებენ.„დღესდღეობით მზადება არის ძალიან ძლიერი, ვემზადებით პირდაპირი მნიშვნელობით იერიშის მოგერიებისთვის. ეს მოგერიება რას ნიშნავს? ველოდებით ძალიან დიდ შემოტევას, ალბათობა 50/50-ზეა. შეიძლება მანიპულირებს რუსეთი, ძალთა დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ შეიძლება რომ პირდაპირი შეტევა განახორციელოს. არ არის გამორიცხული ასეთი ფაქტი. დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარეობს აქტიური წვრთნა, სწავლებები, ტაქტიკური აზრთა ცვლა. მზად ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინისა და საქართველოს მშვიდობა. ეს საფრთხე არის აღქმული არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მოლდოვასთანაც, მასაც იგივე ელის, ბელარუსი უკვე ჩაძირულია“, – განაცხადა ბეგლარიშვილმა „ფორმულასთან“.The post უკრაინაში მებრძოლი ქართველები განცხადებას აკეთებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts