Jump to content
Planeta.Ge

tia წიწიბურას კატლეტების რეცეპტი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო


Recommended Posts

1643050436_wiwiburis_katleti-crop-c0-5__0-5-450x301-70.jpg

ინგრედიენტები:

100გრ. ყველი პილპილი,მარილი მწვანილები ხმელი სუნელები 50 გრ. კარაქი ზეთი

წიწიბურა - 300 გ

კარტოფილი - 3-4 ც

ხახვი - 2 ც

კვერცხი - 1-2 ც

ყველი - 100 გ

მარილი და პილპილი

მწვანილების მიქსი

ხმელი სუნელი

ზეთი შესაწვავად

კარაქი - 50 გ

 

მომზადების წესები:

ერთ ჭიქა წიწიბურას დავასხათ 2 ჭიქა წყალი და მოვხარშოთ, დავამატოთ მარილი, 50 გრ. კარაქი გადავურიოთ და გადმოვდგათ.

კარტოფილი და ხახვი გავფცქვნათ. ხახვი დავჭრათ წვრილად შევწვათ ზეთში. კარტოფილი გავხეხოთ, გავხეხოთ ყველიც. თასში ჩავყაროთ წიწიბურა, ყველი, კარტოფილი, შემწვარი ხახვი, ჩავახალოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მე გამოვიყენე მხოლოდ ოხრახუში. დავაყარე ხორცის სუნელი, პილპილი, მწარე წიწაკა, მშრალი აჯიკა, მარილი. კარგად გადავურიოთ ხელით. გავაკეთოთ კატლეტები, შევწვათ ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს. გამოდის ძალიან გემრიელი კატლეტები.

 

თუკი რძის პროდუქტებს არ იღებთ, ყველისა და კარაქის გარეშე მოამზადეთ.

 

რეცეპტი: ეკატერინა ლონგიშვილი

წყარო: gemrielia.ge

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...