planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება. კორონავირუსმა მინისტრთა კაბინეტშიც შეაღწია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია. „გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს და ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო,” – განაცხადა დევი ტაბიძემ. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts