planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 პანდემიის დამარცხება ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მან ისაუბრა, იგეგმება თუ არა საქართველოში 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია. მისი თქმით, ქვეყანაში ბავშვებში ვაქცინაცია დაშვებულია 12-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და აქტივობა ამ მიმართულებით არ ყოფილა. გაბუნიას განცხადებით, ამ თვალსაზრისით უფრო ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აქტიურობდნენ და ამ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესიც უფრო აქტიურად წარიმართა. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts