planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ქარელის მუნიციპალიტეტში, 3 სკოლა სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – ამის შესახებ ,,თრიალეთს” ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით,პირისპირ სწავლება შეწყდა რუისის მე-2, აგარის საჯარო სკოლასა და ქარელის გიმნაზიაში. გარდა ამისა, საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჯიმში მიმდინარეობს 4 სკოლის 6 ცალკეულ კლასში.ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით,პედაგოგების დაახლოებით 67 პროცენტია ვაქცინირებული.შეგახსენებთ,რომ ზამთრის არდადეგების დასრულდების შემდეგ,სკოლებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს საკლასო ოთახებში განახლდა. პანდემიიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. თუმცა კოვიდ-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts