Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo პოლიციამ შშმ პირი სცემა – ვიდეო


Recommended Posts

ისნის მეტროსადგურზე სამართალდამცველები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიას თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავს ახალგაზრდა ორ პოლიციელს ჯიხურში და ურტყამს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ახალგაზრდისგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. მანამდე კი მათ ბიჭის მეგობრებმა არაერთხელ განუმარტეს, რომ ახალგაზრდა სმენადაქვეითებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება უკვე გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს. მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

The post პოლიციამ შშმ პირი სცემა – ვიდეო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...