planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრები განაახლა. დღეს ორბელიანების სასახლეს 5 ქალი პოლიტიკოსი სტუმრობდა.შეხვედრას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია და „ქართული ოცნების წევრები, ნინო წილოსანი და ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განცხადებები გაკეთდა, თუმცა ზურაბიშვილის ბურუსით მოცულ გეგმებს ნათელი მაინც ვერ მოეფინა. ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, ეროვნული თანხმობის პროცესი შექმნილი კრიზისის ფონზე, რამდენად მოკლე დროში შეიძლება მიიღწეს. შეხვედრის შემდეგ TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ვიზიტისას თავიდანვე ითქვა, რომ პროცესი მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდზე გათლილი არ არის.„მე ვისაუბრე იმაზე, დღეს არსებულ პრობლემებს რას ვუშვრებით და იქნება თუ არა ეს ფორმატი გათვალისწინებული იმისთვის, რომ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში გამოსავალი ვნახოთ, რაზეც ითქვა თავიდანვე, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული“, – აღნიშნა გიგაურმა.იმავე განცხადებას აკეთებს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესის „აქ და ახლა“ საკითხებზე გათვლილი აშკარად არ არის.„მეც მრჩება ბევრი კითხვა. რაღაცებს, ალბათ, პროცესი გამოაჩენს და მეტ სიცხადეს შეიტანს ამ საკითხში. აქტუალობაზე ყველა ვთანხმდებით. აქ და ახლა რომ ხდება პრობლემები ამაზე რა ხდება გვქონდა კითხვები, მაგრამ „აქ და ახლა“ საკითხებზე ეს პროცესი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.შეხვედრის დასრულების შემდეგ რეზიდენციაში საკითხზე სასაუბროდ მყოფმა მხარეებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი თემატური ჯგუფების შექმნას გეგმავს. აღნიშნულ ჯგუფებს მოდერატორები ეყოლება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფებს შესაძლოა მოდერატორობა იმ ქალებმა გაუწიონ, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.The post „აქ და ახლა?“ – სალომე ზურაბიშვილის ბურუსით მოცული გეგმა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts