planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 საქართელოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მეტონიძემ „ტვ პირველის“ ეთერში პოლიციელის მიერ შშმ პირის სცემის ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა.როგორც მან აღნიშნა, ბავშვი არის დაზარალებული ფიზიკურად, ეტყობა ძალადობის ნიშნები.„ტელეფონი არ გაჩერებულა, თემისთის ეს იყო, თითოეული მათგანისთვის ფიზიკურად გასწორება.ეს იყო უმძიმესი რამ. განსაკუთრებულად მძიმე იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები ანალოგიური შეზღუდვის მქონენი არიან. ყველაზე საშინელი იყო ფრაზა, რომ მას ის აალაპარაკებდა…თარჯიმანთა ინსტიტუტი 15 წელია ჩამოყალიბებულია, შსს-მაც იცის, პირველ რიგში დაირღვა, ფიზიკურ ზეწოლამდე ის, რომ როდესაც ესაუბრები ყრუ ან სმენდაქვეითებულ პირს, უნდა გამოიძახო პირი, ვინც შეძლებს მასთან კომუნიკაციას.ჩვენ გვქონდა საუბარი ბენეფიციართან, ის არის დაზარალებული ფიზიკურად, ეტყობა ძალადობის ნიშნები, ჩავრთეთ ჟესტური ენის სპეციალისტი, ის მუშაობს და მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედებებში.გასაუბრების დროს გვითხრა ბავშვმა: „არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა…“ვერ გაიგო რა უნდოდა, კომუნიკაციაში ვერ შევიდა… აიყვანე, წაიყვანე, ხელს კიდებ, არ იცის სად მიყავთ და რატომ.როდესაც ხელს კიდებ, აკავებ, მას უნდა განუმარტო – ეს ძალიან ელემენტარულია, კანონმდებლობითაც დაცულია და ჟესტური ენა აღიარებულია საკომუნიკაციო ენად“, – განაცხადა მაია მეტონიძემ.The post შშმ პირის პირველი კომენტარი, რომელიც პოლიციელმა სცემა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts