planeta.ge Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 (edited) მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიციატივას ეხმაურება.როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, არანაირ პატიმრობას არ იღებს, მათ შორის შინაპატიმრობას.„ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალ–ღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე”, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.The post ეთანხმება თუ არა მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Edited January 25, 2022 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.