planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინელ საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არსებულ რთულ ვითარებაში მტკიცე თანადგომა გამოუცხადა.„მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება, საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლისა და პოზიციების გაზიარების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.The post ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts