planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. პრემიერს ამ დრომდე არაფერი უთქვამს, რა მიზნით გადაიფორმა 49 წლით - ბაკურიანის ტყის ნაწილი ოჯახის მმართველობაში. რაც შეეხება სატყეო სააგენტოს, რომელმაც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით ტყის მასივი მფლობელობაში გადასცა, უწყება "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს. შეგახსენებთ, "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა. ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელება, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts