planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 "კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც უკრაინაში თავდაცვის ძალებში ქალთა გაძლიერებას ეხმაურება და საქართველოსთან ავლებს პარალელს. "ჩვენთან პარტია „გირჩი“ (ორივე გირჩს ვგულისხმობ - ყველას, ძველსაც და ახალსაც ) 40000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს (ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში) საკუთარი - შინაური „დედაოს და მამაოს“ კურთხევით და უკრაინაში კი 50 000 უკრაინელი ქალი სამშობლოს იცავს! ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენთან უკუღმაა ყველაფერი. სამაგიეროდ ჩვენთან (ეს უკვე გირჩს არ ეხება) პოლიციით ზურგგამაგრებული „მამიკოს ბიჭუნები“ გიენებივით-ტურებივით ჯგუფურად თავს ესხმიან ერთ ადამიანს და უსწორდებიან. ჩემს ბავშვობაშიც და ახლაც ერთი სახელი აქვთ ამ ტიპის "ზურგგამაგრებულებს“ ისინი სამშობლოს ნაღდად არ და ვერ დაიცავენ, აი, მათ კი ამ "მამიკოს ბიჭუნებს“ "იცავს“ პოლიცია და რუსეთზე მომუშავე სუსი“, - წერს თაკო ჩარკვიანი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts