Jump to content
Planeta.Ge

შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ


Recommended Posts

იტალიური “ჯენოას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა.

უკრაინული წყაროების თანახმად, 45 წლის სპეციალისტი წელიწადში ანაზღაურების სახით ორნახევარ მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც ნაწილს პოლონეთის ფეხბურთის კავშირი, ნაწილს კი სპონსორები დაფარავენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

The post შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...