Jump to content
Planeta.Ge

„რა თქმა უნდა მიზეზი მოუცლელობა არ ყოფილა“ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს სიცრუეში ადანაშაულებს


Recommended Posts

რატომ არ შეხვდა შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს? – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველ ინტერვიუს ჩაშლილ ვიზიტზე “პირველებს” აძლევს და ევროპელ პოლიტიკოსებს სიიცრუეში ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით,  ევროპარლამენტარებისთვის მოუცლელობის გამო შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. “ქართული ოცნების” ლიდერი ბრიუსელისგან სრული კომუნიკაციის გასაჯაროებას

ითხოვს, რომელიც მათსა და პარლამენტის სპიკერატს შორის მიმდინარეობდა და რომელიც სწორედ აღნიშნული დიალოგის გამართვას შეეხებოდა.

ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს წამოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, ეს შეთანხმებები შედგეს მანამ სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკიაცია ჰქონდა მათ შორის ამ ჯგუფსაც”- თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ვიდრე ევროპარლამენტარებთან დიალოგი დაიწყებოდა, მისი თხოვნა იყო, გამართულიყო შეხვედრა, სადაც ფორმატი შეთანხმებოდა და ამის შემდეგ დაწყებულიყო დიალოგის პროცესი.

როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების ჯგუფს”- დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე მტკიცებით, მოუცლელობა ამ ვიზიტის ჩაშლის მიზეზი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა მიზეზი ეს (მოუცლელობა) არ ყოფილა… განმარტებები თვითონ კაბინეტმა გააკეთა. საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია.

პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჟან მონეს დიალოგში” – აღნიშნა მან.

წყარო

The post „რა თქმა უნდა მიზეზი მოუცლელობა არ ყოფილა“ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს სიცრუეში ადანაშაულებს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...