planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე დიდმა ბირიტანეთმა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების გაწვევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ლიზ ტრასმა რუსეთის აგრესიული და დესტაბილიზებული ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია.საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით არღვევს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო უკრაინაში სამხედრო შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.მინისტრის ცნობით, დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები გაერთიანებულები არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ეწინააღმდეგებიან კრემლის მუქარის შემცველ ქცევას.ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა დეესკალაცია და მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩართვაა.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინაში არ იმოგზაურონ და ქვეყანა დატოვონ. უსაფრთხოების პირობები განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია უკრაინის საზღვრებთან.The post დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან დიპლომატების გაწვევა დაიწყო appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.