Jump to content
Planeta.Ge

“მეზიზღება ეს თვითგვემა და დემორალიზება!!!იარაღი არ მოგვყიდა არავინ…ბოდიში რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გვიომია!!“ -ტორესა მოსი


Recommended Posts

არ გვინდა ეს თვითგვემა. რაა.. ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა ჯანდაბაა – მწერალი ტორესა მოსი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართველების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

“არ გვინდა ეს თვითგვემა. რა თქმა უნდა სწორია რომ ვგულშემატკივრობთ უკრაინას, რა თქმა უნდა გვინდა რომ მან მოახერხოს თავის დაცვა, რა თქმა უნდა კარგია, რომ მათ შორის ბევრი მოხალისეა, რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა ჯანდაბაა.

ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომით, არც მოხალისეების ნაკლებობა ყოფილა და არც რამე დაგვიკლია. ჩვენ ვართ 3.5 მილიონი, უკრაინა არის 50 მილიონი. ჩვენ ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, უკრაინის ყირიმი კიდევ პირდაპირ მიიერთა რუსეთმა და თან ისე რომ ტყვიაც არ გავარდნილა.

ჰოდა, არ არის საჭირო საკუთარ თავზე ასე ლაპარაკი, გეგონება არიქა და ჩვენ რუსების შიშით ჩასვრილები ვართ. სადაც საომარი იყო, ყველგან ვიომეთ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ დადგება ეგ დღეც, როცა მოვიგებთ.

ახლა უკრაინას ამერიკა და ბრიტანეთი იარაღით ამარაგებს. ჩვენ საზღვრებთან რომ იდგნენ რუსები და ვეუბნებოდით თავს უნდა დაგვესხანო, არ დაგვიჯერეს და იარაღი არ მოგვყიდა არავინ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გარეშე დაგვტოვეს და ბოდიში რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გვიომია. მეზიზღება ეს თვითგვემა და დემორალიზება. ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ჩვენი საომარი ნამდვილად ყოველთვის გვიომია.” – წერს ტორესა მოსი.

The post “მეზიზღება ეს თვითგვემა და დემორალიზება!!!იარაღი არ მოგვყიდა არავინ…ბოდიში რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გვიომია!!“ -ტორესა მოსი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...