planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-26 იანვარს გორის საავტომობილო გვირაბში გარკვეული დროით გადაადგილება შეიზღუდება.მათი ცნობით, 25 იანვარს, 23:00 სთ-დან 26 იანვრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და თბილისი-სენაკის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.The post გორის გვირაბში გადაადგილება იკრძალება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts