planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 (edited) „მათ შეეძლებათ ბინა თავად აარჩიონ, რომელსაც სააგენტო შეისყიდის ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინის დასრულებას და სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ.„მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილთა ოჯახების პრობლემა.ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა ორი გზა: ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა – დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.The post ღარიბაშვილი დევნილებზე – მათ შეუძლიათ ბინა თავად მოიძიონ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Edited January 24, 2022 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts