planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.მისივე თქმით, ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა.„ჩვენ უკრაინასთან მიმართებით მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ, რაც არაერთხელ გაკეთებულა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშირისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორიო ასპარეზზე. ყოველგვარი ოკუპაცია მიუღებელია. მიუღებელია და ვგმობთ მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.The post უკრაინასთან მიმართებით მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ.. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს – ირაკლი ზარქუა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts