planeta.ge Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 პარლამენტში ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაასრულეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა პროექტის ინიცირება და შემდგომ სასესიო კვირას ერთობლივი მხარდაჭერით მიღება შეძლონ.“ვითხოვთ “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების იმისთვის, რომ აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ზომები და ასევე კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე ჩვენ გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად”, – თქვა თეონა აქუბარდიამ.გარდა რეზოლუციისა, ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო კომიტეტთან. ხატია დაკანოიძის თქმით, საგარეო კომიტეტზე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა მივიდნენ, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებენ.“აუცილებელია უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი, უმრავლესობის და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პარალელურად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს”, – თქვა დეკანოიძემ.დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ უახლოეს დღეებში უნდა შეთანხმდეს 2 რეზოლუციის ტექსტი – უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. მისი თქმით, ნათელი უნდა გახდეს ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება.The post ერთობლივი ვიზიტი კიევში – ოპოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts