Jump to content
Planeta.Ge

მორალს ნუ გვიკითხავთ.. ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული – ნიკა ქავთარაძე


Recommended Posts

ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვონ სამსახური საკუთარი პროფესიით. 

ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა. 

ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს.

პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე, დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ.

ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. 

მე და ჩემ ქართველ “კოლეგებს” არ გაგვიმართლა ამ მხრივ. 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა – შოუბიზნესის.

ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო, ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული.

არც ახლა მილხინს – დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში.

მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი. რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქეთში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება.

მაგრამ ეს ხომ საქართველოა.

ჰოდა, შეეშვით მორალის კითხვას – ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ.

სხვა გზა არაა!

და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი.

ეძებეთ მიზეზი – რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი.

იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო.

მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს – შეგვეშვით.

უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ.

ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება.

43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის.

და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას.

დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ.

ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2×2-იც არ ესმის.თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად!დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი.წარმატებულ კვირას გისურვებთ – ყველა კარგ საქმეში.”

The post მორალს ნუ გვიკითხავთ.. ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული – ნიკა ქავთარაძე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...