planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის მიერ ჟან მონეს დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას ეხმაურება.მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს ზურგი შეაქცია.„ეს არის ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან. მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, რომელიც უნდა გამართულიყო ჩვენს ქვეყანაში ევროპარლამენტარების მონაწილეობით, იყო ამ შეთანხმების ნაწილი. იმ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი რეგიონია, მსგავსი განაცხადი და ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა, ვფიქრობ, რომ არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში 21-22 ივლისს ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში ვიზიტი უნდა გამართულიყო. დიალოგის შუამავლები გავლენიანი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იყვნენ. ჟან მონეს დიალოგის პროცესის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. თუმცა, ევროპარლამენტარების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა.The post სამადაშვილი გაუქმებულ შეხვედრაზე – „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს ზურგი აქცია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts