Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა


Recommended Posts

„ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. ჟან მონეს დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებასა და ევროპარლამენტარებისთვის ნათქვამ უართან დაკავშირებით პირველი განმარტებები გაკეთდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გაიგეს და მომზადებისთვის დრო არ ჰქონდათ. ევროპარლამენტარების ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დროის უქონლობის გამო გააუქმა.

აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, განცხადება, რომ შალვა პაპუაშვილმა პარტნიორებთან შესახვედრად დრო ვერ გამონახა, პარლამენტის თავმჯდომარის აბუჩად აგდებაა.

„ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული. როდესაც რამდენიმე დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმსა და ფორმატში უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, არ არის კორექტული დამოკიდებულება არც პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ, ოღონდ იმ წესის მიხედვით, რაც დამახასიათებელია ამ ფორმატისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში 21-22 ივლისს ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში ვიზიტი უნდა გამართულიყო. დიალოგის შუამავლები გავლენიანი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იყვნენ. ჟან მონეს დიალოგის პროცესის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. თუმცა, ევროპარლამენტარების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა.

The post „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...