Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo გახარიას გუნდი კიდევ სამმა წევრმა დატოვა


Recommended Posts

ბათუმში გახარიას გუნდი კიდევ სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასული წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი „საქართველოსთვისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა გახდა.

„რეგიონულ დონეზე ჩვენთვის პრინციპად მიუღებელი საკითხია, შევკრათ ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გუნდთან კომუნიკაციის გარეშე. გამოვრიცხავთ სხვა პარტიებით დაინტერესებასაც კი“, – განაცხადეს პარტიიდან წასულმა წევრებმა.

მომხდარს ეხმაურება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე და აცხადებს, რომ გუნდიდან წასულმა პირებმა მმართველი პარტიის წნეხს ვერ გაუძლეს.

„სამწუხაროა, რომ ყველა ვერ ახერხებს დიდ წნეხის გაძლებას და უწევთ ამ გადაწყვეტილებების მიღება. თანავუგრძნობ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაცია გუშინ 14-მა წევრმაც დატოვა.

The post გახარიას გუნდი კიდევ სამმა წევრმა დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...