Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რატომ არის საშიში პაუზა სტიქიებს შორის


Recommended Posts

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ბუნებრივ მოვლენებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

როგორც თეა გოდოლაძემ განმარტა, მიწისძვრები საქართველოში ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია, რისი მიზეზიც საქართველოს მდებარეობაა – ქვეყანა ტექტონიკურად აქტიურ ზონაშია მოქცეული.

როგორც გოდოლაძე აღნიშნავს, საქართველოში არა თუ ბოლო პერიოდში, არამედ დღის მანძილზე რამდენიმე მიწისძვრა ხდება, რაც ნორმალურია, რადგან სტიქიის ბიძგები დაბალი მაგნიტუდის სიმძლავრისაა და ამაში საგანგაშო არაფერია.

არანაირად არ არის გახშირებული, ჩვეულებრივი პროცესია, გახშირებული რომ იყოს, ვიტყოდით. თქვენ იგებთ ძალიან ცოტას მომხდარი მიწისძვრების შესახებ.

დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრები დღეში ხდება რამდენიმე საქართველოში, ანუ, ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხს ასე, რომ – გახშირდა მიწისძვრები.

სულ, რომ არ ხდება და მერე დიდი მოხდება, ეს უფრო პრობლემაა, ვიდრე იყოს ფონური მიწისძვრები.

მოსახლეობასთან რამდენჯერმე განვმარტეთ და კიდევ განვმარტავთ, რომ მიწისძვრები ამ ქვეყანაში მოხდება, ხდებოდა და ამისაგან დაზღვეული არ ვართ, იმიტომ, რომ ტექტონიკურად აქტიურ ზონაში ვართ.

როგორც წვიმა მოდის ხოლმე, როგორც ქარია, ისე იქნება მიწისძვრები.

ეს არის გუნდური მიწისძვრების კლასი, რომელიც ხდება ხოლმე, ძირითადად ჯავახეთის რეგიონში, ჯავახეთში სულ ხდება, უბრალოდ ახლა აღრიცხვა მიდის ამ პროცესის, ადრე არ ხდებოდა.

ახლა არის გამართული სისტემები, მიწისძვრების რეგისტრაციის და რეპორტინგის სისტემაა აწყობილი.

ეს მცირე მიწისძვრები მეწყერსაშიშ ზონებზე გავლენას არ ახდენს. დიდი მიწისძვრა მეწყრულ ტერიტორიაზე რა თქმა უნდა, დაძრავ მეწყრულ პროცესს“, – განაცხადა თეა გოდოლაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში.

The post რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რატომ არის საშიში პაუზა სტიქიებს შორის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...