planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობს იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გუშინ გაეცნო.საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში, მიხეილ სააკაშვილის მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მასალას 6 წუთ-ნახევარი აკლია.„ჩვენ ვხედავთ როგორ შემოდის სასწრაფო გლდანის ციხის ტერიტორიიდან, ეს არის გარე კამერის კადრები, რომელსაც ხმა არ აქვს, ვხედავთ მერე როგორ დგება სასწრაფო გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, მერე ვხედავთ, რომ იღება კარი და მიმდინარეობს უკვე სატელეფონო ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნაწილი გამოგვიქვეყნა პენიტენციურმა დაწესებულებამ.სრულია ეს ჩანაწერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, 16 წუთი გრძელდება, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ეს სად მომიყვანეთ, რატომ მომატყუეთ, ეს არ არის ის დაწესებულება, ხო მითხარით რომ სხვაგან მივდიოდით? დასტურდება, რომ ის მოტყუებულია. არ გადმოდის და იძახის რომ მე ჩემი ნებით აქედან არ გადმოვალ, თქვენ არღვევთ ყველა კონვენციას და საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისი თქმით, ვიდეომასალაში ჩანს და ისმის, როგორ ეუბნება მიხელ სააკაშვილს დაწესებულების ხელმძღვანელი ცხვარიაშვილი, რომ ის იქ დროებითაა მიყვანილი და ანალიზების გაკეთების შემდგ, უკან დააბრუნებენ.„ერთვება გიორგაძე, რომელიც შენობით ელაპარაკება სააკაშვილს, რომელიც ეუბნება მძიმე ტექსტებს და მერე ეუბნება სააკაშვილი, რომ ეს ყველაფერი ჩემი აშენებულა და რატომ მელაპარაკები ამ ტონალობაში, ვის უბედავ საერთოდ და უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად ჩანს ამ კარებში, ის იცავს თავს ყვავ- ყორნებისგან და ის [გიორგაძე] პასუხობს ცინიკურად, რომ შენი აშენებული თუა იმიტომაა ეს ხალხი რომ ასე გიყვირის.ამაზე სააკაშვილს ასევე აქვს ემოცია და მერე უცებ ითიშება კამერა და არის შიდა კამერა, რომელიც ხმოვანს იწერს ამ ყველაფერს“, – ამბობს ნიკა გვარამიაThe post გამქრალი კადრები მიხეილ სააკაშვილის საქმეში – ნიკა გვარამია ვიდეოჩანაწერის დეტალებს ასაჯაროებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts