planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 კიევში შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან საელჩოს რიგითი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს.ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე აცნობა, რომ ევაკუაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ თუ შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს გადაჭარბებული რეაქცია იქნება.ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.The post კიევში აშშ-ს საელჩო ევაკუაციას იწყებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts