Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი ევროპარლამენტარებს


Recommended Posts

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს ევროპარლამენტარების განცხადებას მის მიერ ჟან მონეს დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების პოზიცია გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ქვეყანაში პოლარიზაციის რისკებს ზრდის.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს.

ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში 21-22 ივლისს ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში ვიზიტი უნდა გამართულიყო. დიალოგის შუამავლები გავლენიანი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იყვნენ. ჟან მონეს დიალოგის პროცესის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. თუმცა, ევროპარლამენტარების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა.

The post პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი ევროპარლამენტარებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...