planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 ბელორუსული მედიის ცნობით, გუშინ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან სამხედრო ტექნიკით დატვირთული 33 მატარებელი შევიდა. – ამის შესახებ ტოპნიუს.რუ იუწყება. ერთ მატარებელს, საშუალოდ, 50 ერთეული ტექნიკა გადააქვს, ხოლო ბელორუსიაში ჯამში, მატარებლების საერთო რაოდენობა 200 იქნება. შესადარებლად – “Запад-2021”-ის ფართომასშტაბიანი წვრთნებში მხოლოდ 29 სამხედრო ეშელონი იყო ჩართული, რაც დაახლოებით შვიდჯერ ნაკლებია მოახლოებულ წვრთნებზე, რომელიც “Союзная решимость”-ის სახელით გაიმართება. როგორც „იზვესტიასთვის“ გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნები 10-დან 20 თებერვლამდე გაიმართება. როგორც თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ოლეგ ვოინოვმა განაცხადა, წვრთნები და ტექნიკის გადაცემა „მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს“. „ჯარები გაივლიან მომზადებას, როგორ მოიგერიონ ტერორისტების მოულოდნელი თავდასხმა, რომელსსაც სამხედრო დახმარებას უწევენ საზღვარგარეთიდან და შემდეგ როგორ დაამარცხონ ეს ფორმირებები“, – განუცხადა გამოცემას სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts