planeta.ge Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებობს განსაზღვრული სიმპტომები ბავშვებში, რომლებსაც პოსტკოვიდურ პერიოდში მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. „პოსტკოვიდური პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს განსაზღვრული საზღვრები. ეს არის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირა. ამ პერიოდში ვითარდება, შედარებით იშვიათად, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გართულება - ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. პირველ რიგში ის გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში. ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად. თუ ჩავთვლით, რომ 100 000-მდე ბავშვია ინფიცირებული საქართველოში, აქედან 100 შემთხვევა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ყველა ასეთი შემთხვევის მართვა წარმატებით განხორციელდა და ძალიან ბევრმა მშობელმა ჩვენგან გაიგო, რომ მისი შვილი ინფიცირებული იყო კორონავირუსით. ამიტომ საყურადღებო ნიშნად ისევ ტემპერატურის მატება რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts